LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში ქალი მე-9 სართულიდან გადავარდა

ქუთაისში 70 წლამდე ასაკის ქალი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს, ავტოქარხნის დასახლებაში მოხდა.

“ფორტუნას” ინფორმაციით, ასაკოვანი ქალი საკუთარ ბინაში მარტო ცხოვრობდა და ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

შსს-ში ინფორმაციას ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.