LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოქალაქე გადახტომას აპირებდა – ინციდენტი ბათუმის საკარანტინე სივრცეში

ბათუმში ერთ-ერთი საკარანტინე სივრცეში მცირე ინციდენტი მოხდა.”ფორტუნას” ინფორმაციით, სასტუმრო “ლე გრანდე”- დან გადახტომას აპირებდა ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც საკარანტინე პერიოდსა და შექმნილ მდგომარეობას აპროტესტებდა.

ადგილზე გამოძახებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა ინციდენტი მალევე აღმოიფხვრა.

ამ დროისათვის სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე სიმშვიდეა. ტერიტორია დატოვეს პოლიციის თანამშრომლებმაც.