წუხელ, გვიან ღამით, ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე, მსუბუქ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. მძღოლმა ავტომობილიდან გადმოსვლა დროულად მოახერხა.
საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში “ფორტუნასთან” აცხადებენ, რომ შემთხვევის ადგილას სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ოპერატიულად გამოცხადდა და ცეცხლის ჩაქრობა მალევე მოხერხდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ დროისათვის გავრცელებული ინფორმაციით, ავტომანქანას ცეცხლი გაუმართაობის გამო გაუჩნდა.
