ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 15 327 შემთხვევაა დადასტურებული.
მთავრობის მიერ შექმნილი გვერდის მიხედვით, გამოჯანმრთელდა კიდევ 246 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 7613-ია.
კორონავირუსის შედეგად, საქართველოში კიდევ 11 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 124-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 721 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 090-ს შეადგენს.
