ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან უკვე 10 თვე გავიდა, თუმცა ვერც ჩინეთის და ვერც მსოფლიოს სხვა ქვეყნების მაგალითზე ვირუსის ბუნების ბოლომდე შესწავლა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ამ ხნის განმავლობაში, არაერთი საიმედო განცხადების მიუხედავად, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა არ შექმნილა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ვარაუდით, ვაქცინა წლის ბოლოსთვის მზად იქნება, თუმცა ესეც მხოლოდ ვარაუდის დონეზე გაკეთებული განცხადებების სიაში შევიდა. ამასობაში კორონავირუსმა მუტაცია განიცადა და აქაც სპეციალისტების მოსაზრება ვირუსის “სისასტიკეზე”, ორად გაიყო. ნაწილს მიაჩნია, რომ ის ისეთივე მკვლელი არ არის როგორც ადრე, ნაწილი კი ამბობს, რომ ადვილად გადამდებია, მაგრამ ნაკლებად საშიში გახდა.
კოვიდ ვაქცინა – ერთ-ერთი კომპანია “ამოუხსნელი დაავადების” გამო ცდებს წყვეტს
ვირუსის კვლევა ჯკერ კიდევ მიმდინარეობს და ამ ხნის განმავლობაში გამოჯანმრთელებულ პაციენტზე მეორედ დადასტურების შემთხვევაც დაფიქსირდა: აშშ-ში, ბელგიაში, ნიდერლანდებში, ჰონგ-კონგსა და ეკვადორშიც.
აშშ-ში კორონავირუსით ხელახლა დაინფიცირების პირველი შემთხვევის შესახებ BBC-იმ დაწერა. 25 წლის მამაკაცს კორონავირუსი პირველად აპრილში დაუდასტურდა და რამდენიმე დღეში გამოჯანმრთელდა. მეორედ დაინფიცირების შემთხვევა კი გაცილებით რთული ფორმებით განვითარდა და პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. გამოცემის ცნობით, ამჟამად მამაკაცი უკვე გამოჯანმრთელდა. მკვლევარების აღნიშნავენ, რომ მსგავსი შემთხვევები ცხადყოფს – პირები, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ და განიკურნენ, ხელახლა დაინფიცირების რისკის ქვეშ მაინც არიან.
38 მილიონი ინფიცირებული – მსოფლიო კორონავირუსის წინააღდმეგ
საქართველოში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ქვეყანაში 12 841-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა6 867 პაციენტი და 102 ადამიანი გარდაიცვალა. ამ მონაცემებში არ არის ცნობა გამოჯანმრთელებულ პაციენტზე მეორედ დადასტურებული შემთხვევის შესახებ.
კორონავირუსის მკვეთრად გავრცელება მიმდინარეობს და ამის შეჩერება ფაქტობრივად წარმოუდგენელია
“ფორტუნას” კითხვას საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში: ყოფილა თუ არა გამოჯანმრთელებულ ადამიანზე მეორედ კოვიდინფექციის დადასტურების ფაქტი? – პასუხობენ, რომ ასეთი შემთხვევა ქვეყანაში არ დადასტურებულა. ცენტრის ინფორმაციით, კოვიდ-19 ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია და მისი ბუნების შესახებ საბოლოო ცნობები არ არსებობს. რაც შეეხება კორონავირუსით მეორედ დაინფიცირების შემთხვევაში დაავადების მიმდინარეობას, ეროვნული ცენტრის განმარტებით, აღნიშნული საკითხიც კვლევის პროცესშია.
