LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსებმა უკრაინაში “კოკა-კოლის” ქარხანას ცეცხლი გაუხსნეს (ფოტოები)

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის ანტონ გერაშჩენკოს ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ბროვარსკის რაიონში კოკა-კოლის ქარხანას ცეცხლი გაუხსნეს.

„დაზიანებულია კოგენერაციის სადგური – მოწყობილობების ერთობლიობა, რომელიც მუშაობს ელექტრო და თერმული ენერგიის კომბინირებული წარმოების მეთოდის მიხედვით ან ტექნოლოგიური პროცესების ნარჩენი ენერგიის პოტენციალის ელექტრო და თერმულ ენერგიად გარდაქმნას“, – წერს „ტელეგრამის“ არხზე გერაშჩენკო.