LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „წლების წინ დავკარგე ჩემი და და ჩემი 3 თვის შვილი…ეს იმდენად რთული აღმოჩნდა რომ დღემდე ვმკურნალობ“ – ქეთი ხუციშვილი

ქეთი ხუციშვილის ცხოვრება ერთმა როლმა აბსოლუტურად შეცვალა.

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ შემდეგ, ის ერთ-ერთ ყველაზე გამოკვეთილ სახედ იქცა სატელევიზიო შოუების სივრცეში.

ამ პოპულარობის მიღმა ძალიან უშუალო და თავისუფალი, თუმცა სირთულეებგამოვლილი ქალი დგას.

მსახიობი პოდკასტის „ჩემი ტოლი“ სტუმარია, რომლის ეთერშიც მის ოჯახში მომხდარი ტრაგედიის შესახებ გვიყვება.

„ბევრი წლების უკან დავკარგე ჩემთვის ძვირფასი ადამიანები. გამოაკლდნენ ჩემი ოჯახის წევრები, ჩემი და და ჩემი სამი თვის შვილი. ეს იმდენად ემოციური იყო რომ წლები დამჭირდა გასათავისებლად. გადავიარე, გადავლახე თუ ამას გადალახვა ჰქვია, თუმცა ეს სტრესი მაინც მომყვება. დღემდე ვმკურნალობ და რაღაცებს სხვანაირად შევხედე“, – ჰყვება ქეთი ხუციშვილი.

ქეთი ხუციშვილი: „იყო ოჯახის მეორედ შექმნის მცდელობა, მაგრამ ვერ შედგა…“

ქეთი ხუციშვილი: „ყოფილ ქმართან პრეტენზია არასდროს მქონია, რომ დამხმარებოდა…“