LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, რემა ღვამიჩავა გარდაიცვალა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, რემა ღვამიჩავა გარდაიცვალა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი შვილი, რუსკა ღვამიჩავა გვიზიარებს.

„გარდაიცვალა ჩემი ოქროს მამიკო რემა ღვამიჩავა.
პანაშვიდი: 2–3 აგვისტო
(მერაბ ალექსიძის 3, ნიკორას კორპუსი, სადარბაზო 1, სართული 14)
გასვენება: 4 აგვისტოს, სიონის საკათედრო ტაძრიდან“, – წერს რუსკა ღვამიჩავა.

აღსანიშნავია, რომ რემა ღვამიჩავამ 1985 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი დაამთავრა.

1985–1987წწ. იყო ონკოლოგიის ცენტრის კლინიკური–ორდინატორი; 1987–1989წწ. ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ასპირანტი; 1989–1992წწ. ონკოლოგიური სამეცნიერო ცენტრის ორდინატორი; 1992 წლიდან ამავე ცენტრის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1994 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის კათედრის ასისტენტი. ავტორია 32 სამეცნიერო ნაშრომის. იყო ქირურგი-ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი; საქართველოს ეროვნული სკრინინგ ცენტრის ხელმძღვანელი.