LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ქვეითი, რომელსაც ავტომობილი დაეჯახა, საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.