ფოტოგრაფი მარიამ ნაკანი სოციალურ ქსელში ბავშვობის ტრავმაზე გვიყვება, რომელის მის გარეგნობას უკავშირდება.
„მახსოვს ბავშვობა, როდესაც დედამ პირველად შემიფასა გარეგნობა და მითხრა, რომ ბიჭს ვგავარ. მეტიც ზედმეტსახელად მაუგლის მეძახდა. ბაღის ზეიმზე პრინცესის მაგივრად ხან ფუტკრის როლში ვიყავი და ხან დათვის. რას იგრძნობდა ეს ბავშვი.
თავად დედაჩემი ძალიან ლამაზი ქალია და მისგან იმის მოსმენა, რომ უშნო ცხვირი გაქვს, მე რატომ არ დამემსგავსე, დიმიტრი უნდა დამერქვა შენთვის, მძიმე მოსასმენია. მქონდა პერსონალური გამოფენა, სადაც სულ ვხატავდი ლამაზ ქალებს.
ჩემს შვილებს, ბავშვობიდან შევაყვარე გოგოობა. 20 წელი მეგონა თავი უშნო, სანამ ლიტა არ გაჩნდა და არ მითხრა, რა ლამაზი ხარ დედიკოო. ლიტამ მასწავლა ქალური ჩაცმა“, – საუბრობს მარიამ ნაკანი.
ვიდეო: „ძალიან ბედნიერი ვარ, ჩვენ შევრიგდით“ – რა კადრებს აქვეყნებს მარი ნაკანი
„ეგ ტყუილია, სერიალი იყო…“ – რას ამბობს მარი ნაკანის და გიორგი მამასახლისის წყვილი შერიგების შემდეგ





