LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მინდა სწორად გამიგოთ, ბევრი რამ გამოვიარე ცხოვრებაში და ცოტა ხნით სიმშვიდე ვარჩიე“ – მარიამ შუკაკიძის მიმართვა საზოგადოებას

ბათუმელი მოდელი და ინფლუენსერი მარიამ შუკაკიძე სოციალურ ქსელში საზოგადოებას მიმართავს.

„ძალიან დიდი მადლობა დაბადების დღის მოლოცვისთვის. ასმაგად დაგიბრუნოთ უფალმა სიკეთით. შეიძლება მე ცოტა დავიკარგე სოციალური ქსელებიდან, მაგრამ ის სიკეთე არ იკარგება, რომელსაც ახლობელი ადამიანებისთვის ვაკეთებ. უხერხულად ვგრძნობ თავს როდესაც არაფერს გიყვებით.

მინდა სწორად გამიგოთ, ბევრი რამ გამოვიარე ცხოვრებაში. ამიტომაც ცოტა ხნით სიმშვიდე ვარჩიე. ვცხოვრობ ისეთ უზარმაზარ სახლში, სადაც ნამდვილი პრინცესა უნდა ცხოვრობდეს. არავიზე ნაწყენი არ ვარ. ალბათ ზედმეტად კეთილი გული მაქვს. ყველას ვუსურვებდი გულით ბედნიერებას, სიკეთეს და ჯანმრთელობას“, – წერს მარიამ შუკაკიძე.

ცნობისთვის, მარიამმა რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მეუღლეს, დავით ბოლქვაძეს, 8-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა.

მისი თქმით, ურთიერთობა დიდი ხნის წინ დასრულდა, თუმცა ამ თემაზე საჯაროდ აქამდე არ საუბრობდა.

მოგვიანებით კი სოციალურ ქსელშივე დაწერა, რომ მის გვერდით არის ადამიანი, რომელიც ძალიან უყვარს.

„ვიღაც შორეული ნათესავების გასარჩევი არ არის, რა ქონება მაჩუქა ჩემმა ყოფილმა ქმარმა… ისევე, როგორც მე, მასაც ჰყავს გვერდით ადამიანი, ვისთანაც კომფორტულად გრძნობს თავს…“ – ბათუმელი ინფლუენსერი მარიამ შუკაკიძე ექსმეუღლეზე საუბრობს

„მარტივი არ არის, 8 წლის ურთიერთობა ერთ დღეში დაასრულო… არ ვაპირებდი საჯაროდ ამაზე საუბარს“ – მარიამ შუკაკიძე მეუღლეს დაშორდა

„მადლობა უფალს, რომ გამოჩნდა ადამიანი, ვის გარეშე სუნთქვაც კი არ შემიძლია“ – ინფლუენსერი მა­რი­ამ შუ­კა­კი­ძე, რომელიც 8-წლია­ნი ურთიერთობის შემდეგ ქმა­რს და­შორდა­, ა­ხა­ლ რჩეულთა­ნ ერთა­დ გა­მოჩნდა­

ბათუმელი ინფლუენსერი, მარიამ შუკაკიძე უზარმაზარი ბრილიანტის ბეჭდით გამოჩნდა – რა კადრებს გვიზიარებს ბათუმელი ინფლუენსერი