LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში აივნის ჩანგრევის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა

ქუთაისში აივნის ნგრევას ადამიანი ემსხვერპლა.

შემთხვევა ბუხაიძის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი აივანზე იდგა, რა დროსაც აივანი ჩაინგრა და მამაკაცი გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო.