LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიდევ ერთი მასობრივი სარიტუალო ღონისძიება შესაძლოა ახალი ინფიცირებულების წყარო გახდეს

ახალციხეში ეპიდკვლევები გრძელდება, სადაც სარიტუალო ღონისძიება შესაძლოა ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მიზეზი კიდევ ერთხელ გახდეს.

შემთხვევა უკავშირდება საქართველოში  სომხეთიდან  13 სექტემბერს დედის დაკრძალვაზე ჩამოსულ შუახნის მამაკაცს,რომელსაც covid – 19 დაუდასტურდა. სარიტუალო ღონისძიებას 150 ადამიანი ესწრებოდა,რომლებიც განსაკუთებული მეთვაყურეობის ქვეშ არიან.

რაც შეეხება ინფიცირებულს,ის სომხეთში კოვიდ განყოფილებაში მკურნალობს. საკარანტინო ზონაში გადაყვანილებს შორის არიან მედია ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი, პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე, პარტიის კიდევ ერთი წევრი და სალონის 3 თანამშრომელი.