LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის საპატიო პატრიარქ ფილარეტს კორონავირუსი დაუდასტურდა

უკრაინის საპატიო პატრიარქ ფილარეტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამჟამად ის მკურნალობის კურსს საავადმყოფოში გადის. „უნიანის“ ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქო იუწყება.

უკრაინაში ბოლო დღე – ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 2723 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია პანდემიის მთლიანი პერიოდის განმავლობაში. მთლიანად, 4 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში 130 951 შემთხვევაა დაფიქსირებული.