ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტებზე ხელისუფლება სასჯელს ამკაცრებს. არჩევნებამდე 2 თვით ადრე, მმართველი გუნდი გამოვიდა ინიციატივით, ადმინისტრაციულის ნაცვლად, სისხლის სამართლის კოდექსით დაისაჯოს პირი, რომელიც ამომრჩეველს დააშინებს, აიძულებს და ხმის მიცემის ფარულობას დაარღვევს.ინიციატივა “ქართულ ოცნებას” ეკუთვნის.
პოლიტიკურ ოპონენტებს “ქართული ოცნების” არც დაპირებების და არც ცვლილებების სჯერათ.
ოპოზიცია ამ კანონპროექტს მხარს არ უჭერს. მათი თქმით, აქ მთავარი საკითხი კანონის აღსრულებაა და მიუხედავად მისი გამკაცრებისა, დარწმუნებულნი არიან, რომ არავინ დაისჯება.
ახალი ინიციატივა პარლამენტში უკვე დარეგისტრირებულია. ცვლილებების პაკეტი ბიუროზე დღეს გავა. საკანონმდებლო ორგანო კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს.
