რა კითხვები არ უნდა დაუსვათ ადამიანებს, რომ უხერხულობა არ გამოიწვიოთ. ფორტუნა გთავაზობთ “უხერხული და უტაქტო” კითხვების ჩამონათვალს.
ხელფასი რამდენი გაქვს? (აღნიშნულმა კითხვამ „უტაქტო კითხვებში“ ფაქტობრივად პირველი ადგილი დაიკავა. სხვათაშორის ეს შეკითხვა ხშირ შემთხვევაში ოჯახის წევრების ხელფასების გამოკითხვით სრულდება).
ასაკი გიწევს და როდის თხოვდები? ცოლი არ მოგყავს? (ბევრს გაცნობიერებულიც არ აქვს, რომ ეს საკითხი ეხება მხოლოდ ორ ადამიანს, რომლებიც ოჯახის შექმნას გეგმავენ, ამიტომ სანამ ამ კითხვას დასვამთ, დაფიქრდით, იქნებ ადამიანებს უხერხულ მდგომარეობაში აყენებთ. თუ მათ სურვილი ექნებათ, ამ თემაზე თავად დაგიწყებენ საუბარს).
ჰა, როდის აპირებთ ბავშვის გაჩენას? რატომ ვერ აჩენთ? ( ეს ზემოთ ნახსენები სერიის გაგრძელებაა, როდის? და როცა წყვილი გადაწყვეტს, ამიტომ ასეთი პირადი შეკითხვის დასმა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს უტაქტობას.
ქვემოთ იხილეთ შეკითხვები ამავე სერიიდან:
შვილს რომ გააჩენ და ერთ თვეში გეკითხებიან, „მეორეს როდის აჩენ?“ ან თუ ორი გოგო გყავს და „გამშვიდებენ“: „არაუშავს, მესამე ბიჭი იქნება”, “გვარის გამგრძელებელი არ გინდა?”.
რომ გათხოვდები და დაახლოებით 1 კვირაში გეკითხებიან: „ორსულად არ ხარ“?
სხვათაშორის არანაკლებ უტაქტობა და უხერხულია წონასთან დაკავშირებული შეკითხვები:
რატომ გასუქდი? რატომ გახდი, ავად ხომ არ ხარ?
კარგად გამოიყურები და რამე ხდება საინტერესო? (ამით ფაქტობრივად ხაზს უსვამთ, რომ სხვა დროს ადამიანი ცუდად გამოიყურება).
ვითომ, გიხდება თმის ფერი? ვარცხნილობა და ა.შ. (თუ დააკვირდებით, ადამიანმა თმა უკვე შეიღება, ესე იგი მოსწონს. უმჯობესია მაშინ დააფიქსიროთ თქვენი აზრი, როცა ამას თავად გკითხავთ, ან უბრალოდ არაფერი თქვათ).
