„გული გახლეჩვაზე მქონდა…“ – ნანა ნებიერიძე ქალიშვილის ამერიკიდან ჩართვამ აატირა
დედა-შვილის ემოციური შეხვედრა „იმედის” ეთერში
„გული გახლეჩვაზე მქონდა…“ – ნანა ნებიერიძე ქალიშვილის ამერიკიდან ჩართვამ აატირა
დედა-შვილის ემოციური შეხვედრა „იმედის” ეთერში
ნანა ნებიერიძის ქალიშვილი ნინა ჯაფარიძე უკვე წლებია, აშშ-ში ცხოვრობს თავის შვილთან ერთად. როცა ეს გადაწყვეტილება მიიღო, დედამ მხარი დაუჭირა, თუმცა როგორც „იმედის დღის“ ეთერში ცნობილი სპორტსმენი ამბობს, დიდხნიანი მონატრების გადალახვა უმძიმესი აღმოჩნდა მისთვისაც და მისი შვილისთვისაც.
„ერთი წლის მერე იმდენად იზოლირებული და მარტო დავრჩი ჩემს თავთან… თუმცა ეს აუცილებელი იყო. გადარჩენისთვის ბრძოლა მიწევდა. ვიბრძოლე და არ დავნებდი. მერე ჩემი შვილი ჩამოვიდა ბებიასთან ერთად. ლოს ანჯელესში რომ ჩავედით, ჰაერით მივხვდი, რომ ეს არის ის ადგილი, სადაც უნდა ვიცხოვრო. ნელ-ნელა გავზარდე ჩემი ბიზნესი. ვარ შეფი. მაქვს ქეითერინგის კომპანია. ყველაზე მეტად განვიცადე ალექსანდრეს გარეშე ყოფნა. ბავშვი რომ მარტო იყო, მაწუხებდა ტკივილი, გული გახლეჩვაზე მქონდა… ემოციებისგან გაქცევას ვცდილობდი. ეს გროვდება და მერე გვიკვირს, რატომ ხდება ცუდი რამ ჩვენს ცხოვრებაში… ახლა ვხვდები, რამდენად სტრესტული იყო ეს ცხოვრება. იმ დეოს ვფიქრობდი, არა უშავს, მამასთან ერთად არის, ბებიებთან-მეთქი, მაგრამ არა, ბავშვს სჭირდება დედა… მეშინოდა ალექსანდრეს აქ ჩამოყვანის, ფინანსურად მყარად ვერ ვიდექი, ვერც ემოციურად. მიშვილა აქ მცხოვრებმა შეფმა და მაშინ გადავწყვიტე, რომ ჩამომეყვანა…”, იხსენებს ნინა „იმედის დღესთან“ ინტერვიუში.
როცა შვილის ინტერვიუს უსმენდა, ნანა ნებიერიძემ ცრემლები ვერ შეიკავა და პირდაპირ ეთერში ატირდა…
