20 წელზე მეტია, რაც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ვემსახურები. ჩემი არჩევის შემთხვევაში განსაკუთრებული პატივი იქნება ამ თანამდებობის დაკავება, – ამის შესახებ სუს-ის უფროსის თანამდებობაზე, პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილმა კანდიდმა, თამაზ ბორაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გელა გელაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში თავად დაწერა.
მან წარმატება უსურვა სუს-ის ყოფილ უფროსს, გეკა გელაძეს ახალ გამოწვევებში და განაცხადა, რომ პარლამენტის მიერ მისი არჩევის შემთხვევაში „შევეცდები ორმაგი ენერგიით შევუდგე ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას“.
გელა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს
„გეკა გელაძე დაიკავებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას. თავისი ცოდნითა და გამოცდილებით ის მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქციებს“
“მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ჩემი კანდიდატურის წარდგენისთვის. 20 წელზე მეტია, რაც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ვემსახურები, ჩემი არჩევის შემთხვევაში განსაკუთრებული პატივი იქნება ამ თანამდებობის დაკავება. პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, შევეცდები ორმაგი ენერგიით შევუდგე ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას და დიდი პატივი იქნება ჩემთვის ამ თანამდებობის დაკავება. კიდევ ერთხელ, მადლობას ვუხდი ბატონ გეკა გელაძეს ღირსეული ხელმძღვანელობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და წარმატებას ვუსურვებ მას ახალ გამოწვევებში“, – განაცხადა თამაზ ბორაშვილმა.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გელა გელაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს, სოციალურ ქსელში თავად დაწერა. რაც შეეხება თამაზ ბორაშვილს, ის ამ დრომდე სუს-ში, ამავე სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
