LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თქვით ბოლომდე, კიდევ რა გაქვთ სათქმელი… არ გრცხვენიათ? მეტისმეტია უკვე“ – რას ამბობს გურამ დადიანიძის დედა ერთ-ერთი მოწმის მამის საუბრის სკანდალურ აუდიოჩანაწერზე

12 წლის წინ მლე­თა­ში გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის დედა სოფო ბი­ბი­ლაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ერთ-ერთი მოწ­მის მა­მის სა­უბ­რის სკან­და­ლურ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერს ეხ­მა­უ­რე­ბა.

„მსა­ხი­ო­ბე­ბი ხართ. არა­ვის გა­პა­ტი­ებთ. დამ­ღა­ლეთ. არ გრცხვე­ნი­ათ? მე­ტის­მე­ტია უკვე…

რა არ გა­ხა­დეთ ბავ­შვი, მი­მა­ყო­ლეთ მეც. თქვით ბო­ლომ­დე, კი­დევ რა გაქვთ სათ­ქმე­ლი. თქვენს შვი­ლებს უყუ­რებთ და სხვის შვილს მი­წას­თან ანად­გუ­რებთ. ბავ­შვს, რო­მელ­საც სი­ცო­ცხლე დე­დას­თან უნ­დო­და. დედა, რო­მე­ლიც 12 წელი არ გავ­ჩე­რე­ბულ­ვარ. გა­მა­ნად­გუ­რეთ, სუნ­თქვა მი­ჭირს ხალ­ხო. ესე­ნი ვინ ყო­ფი­ლან. ამათ ღმერ­თი არ სწამთ. შე­მირ­ცხვე­ნია თქვენ­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნე­ბი“, – წერს სოფო ბი­ბი­ლაშ­ვი­ლი.

ცნობისთვის, 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს. გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს.

ვიდეო: „იმდენი რამე ვიცი, ვერ ვიტყვი… გურიკა დადიანიძე ცოცხალია, ძალიან კარგად არის“ – რას ჰყვება გურამ დადიანიძის საქმის მოწმის მამა