LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რამდენი წელი მაბულინგეთ, ახლა ჩემი დროა“ – როგორ ეხმაურება შორენა ბეგაშვილი მისი შეურაცხყოფის გამო მოქალაქის დაჯარიმებას

„რამდენი წელი მაბულინგეთ, ახლა ჩემი დროა“, – ასე ეხმაურება შორენა ბეგაშვილი მოქალაქის დაჯარიმებას, რომელმაც სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა.

ცნობისთვის, „პრაიმ ტაიმის“ ინფორმაციით, სენაკის რაიონულმა სასამართლომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი განიხილა და მოქალაქე დიანა ჩაკვეტაძე სამართალდამრღვევად ცნო.

მან სოციალურ ქსელში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა შორენა ბეგაშვილს. სამართალდამრღვევს 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.