LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილისისკენ, სამშობლოსკენ“ – მარიამ ელიეშვილის და გიორგი მჭედლიშვილის პატარა საბა საქართველოში პირველად ჩამოდის

რამდენიმე წლის წინ მომღერალი მარიამ ელიეშვილი ბიზნესმენ გიორგი მჭედლიშვილზე გათხოვდა და ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად. მათი შვილი, საბაც სწორედ იქ დაიბადა.

საბა საქართველოში არ იყო ნამყოფი. დედა სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებდა ფოტოებს, სადაც საბა ქართულ სამოსში იყო გამოწყობილი. ამჯერად კი დედა-შვილი თბილისში მოემგზავრებიან.

„თბილისისკენ“, – წერს მარიამ ელიეშვილი და სოციალურ ქსელში შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს.

„ბედნიერი მგზავრობა“, „საბა, ჩემო სიყვარულო ბედნიერები გამყოფოთ უფალმა“, – წერენ ფოტოს კომენტარებში.

View this post on Instagram

A post shared by Mariam Elieshvili (@mariam_elieshvili)