LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დავტკბი“… „ძალიან ლამაზი და საინტერესო სიმღერა“ – პაატა თედიაშვილმა ახალი სიმღერა „შეგიყვარდები“ და მასზე გადაღებული კლიპი გამოუშვა

პაატა თედიაშვილმა ახალი სიმღერა „შეგიყვარდები“ და მასზე გადაღებული კლიპი გამოუშვა. სიმღერის მუსიკისა და ტექსტის ავტორი თავად პაატა გახლავთ. სიმღერის არანჟირება „P art studio“-ს ეკუთვნის. ვიდეოს რეჟისორი გიორგი ქადარია გახლავთ. 

აღსანიშნავია, რომ სიმღერის მოსმენა ექსკლუზიურად რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერში არის შესაძლებელი. 

სიმღერას და ვიდეო რგოლს სოციალურ ქსელში დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, „ძალიან ლამაზი და საინტერესო სიმღერა“ , უნიჭიერესი ხარ პაატა, ძალიან ლამაზი სიმღერაა“, „დავტკბი…“ – წერენ კომენტარებში.