LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეპუტატისთვის თავზე ნაგვის დაყრისთვის დაკავებულს სასამართლომ 2000 ლარის გადახდა დააკისრა და მასთან მიახლოება აუკრძალა

სასამართლომ მოძრაობა ”ალტერნატივას” აქტივისტის, ირაკლი ფანგანის საქმეზე იმსჯელა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატისთვის თავზე ნაგვის დაყრის საქმეზე გირაოს სახით, 2 000 ლარის გადახდა დააკისრა. ასევე, მასთან მიახლოება აუკრძალა.

ფანგანს წინასასამართლო სხდომის გამართვამდე, ქვეყნის დატოვების უფლება შეეზღუდა. საქმეზე სხდომა კი, 16 თებერვალს ჩაინიშნა. რაც შეეხება, 2000 ლარიან გირაოს, 40 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს.

ირაკლი ფანგანს პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტით წარუდგინა. ამ მუხლით გასამართლებული პირი ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ისჯება ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

შეგახსენებთ, რომ ინციდენტი 23 იანვარს, ბათუმში, ევროპის მოედანზე მოხდა. როგორც “ალტერნატივის” წევრები აცხადებენ, ამ ფორმით აჭარის უმაღლეს საბჭოში ირაკლი ჩავლეიშვილის შესვლა გააპროტესტეს.