როგორც გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შემთხვევაში ხდება შესაძლოა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაც ყოველწლიური გახდეს. ამის შესახებ, აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.
”ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ მსოფლიოს მასშტაბით ამ კონკრეტული ეპიდემიოლოგიური აფეთქებისა და მისი განშტოებების შეკავებას ისე, რომ ვირუსის სხვადასხვა ვერსიის ციკლურობა არ იყოს”. – აღნიშნა ფაუჩიმ.
მანს ასევე განაცხადა, რომ მეცნიერები კორონავირუსის უნივერსალურ ვაქცინაზე უკვე მუშაობენ და სავსებით შესაძლებელია, რომ მან ყველა ვარიანტის წინააღმდეგ იმუშაოს.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ, სამედიცინო სფეროს სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, ამერიკული კომპანია ”Moderna” – ს ვაქცინა გაიკეთა.
