„მათე, შენსავით ამ სიმღერას ვერავინ მღერის და ალბათ ვერც იმღერებს – იმდენად იხდენ, თითქოს სწორედ შენთვისაა დაწერილი. ულამაზესი და უსაყვარლესი ხარ ♥️🩷♥️“, „მაგარი ბიჭია, მათე ♥️“, „ბრავო! სუპერ ტკბილხმიანო…“ – ასეთი თბილი და ემოციური შეფასებები დაიმსახურა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში მომღერალ მათე მარტიაშვილის გამორჩეულმა შესრულებამ.
მათემ სიმღერა „ოღონდ შენთან მამყოფინა“ განსაკუთრებული ემოციით შეასრულა, რომელმაც როგორც გადაცემის მონაწილეების, ისე მაყურებლის ყურადღება და მოწონება დაიმსახურა.
