LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩაქვში მატარებელი 35 წლის მამაკაცს დაეჯახა, კაცი ადგილზე გარდაიცვალა

მატარებელი 35 წლის მამაკაცს დაეჯახა, კაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს დილით, დაბა ჩაქვში მოხდა.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.

შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს.