LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში, სკოლასთან, ე.წ. ზებრა გადასასვლელზე მოსწავლეს ავტომობილი დაეჯახა

ქუთაისში, მე-13 სკოლასთან, ე.წ. ზებრა გადასასვლელზე ბავშვს ავტომობილი დაეჯახა. ინფორმაციას ინფო იმერეთი ავრცელებს.

ამავე ცნობებით, ბავშვის მშობელი ამბობს, რომ მოზარდი ქუთაისში საავადმყოფოში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მოზარდს ფეხი აქვს ნაღრძობი.