LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბავშვმა თუ არ იცელქა, ის შეიძლება დაიჩაგროს ცხოვრებაში, ცელქი ბავშვები რომ გაიზრდებიან – ლიდერები ხდებიან“ – შალვა ამონაშვილი

ცნობილი ქართველი ფსიქოლოგი და პედაგოგი შალვა ამონაშვილი ბავშვების ქცევასთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ სიცელქე ბავშვის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია.

„ცელქი ბავშვები გიყვართ? ჰო? მაგრამ ჯობია არ იცელქონ ხომ?“ – მიმართავს აუდიტორიას ფსიქოლოგი და დასძენს:
„თუ არ იცელქა ბავშვმა, ის შეიძლება დაიჩაგროს ცხოვრებაში. ცელქობა მომავალი ცხოვრებისთვის მზადებაა. ბავშვობიდან ცელქი ადამიანები რომ გაიზრდებიან, ლიდერები ხდებიან მერე“ – ამბობს შალვა ამონაშვილი.