LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იწყება მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპი“ – რა დოკუმენტები უნდა წარადგინონ რეგისტრაციის მსურველებმა

„იწყება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ დაარსებული და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მიერ გაგრძელებული მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთოთხმეტე ეტაპი“, – ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

საპატრიარქოს პრესსამსახურის ცნობით, ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში ამა წლის 8 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით (11, 12 და 13 სექტემბრის გარდა) 12 საათიდან 16 საათამდე.

„რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ:

მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;

მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები;

შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები.

☎️საკონტაქტო ტელეფონები: 593 90 08 10 558 65 11 59 593 46 45 71 “, – წერია საპატრიარქოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.