LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, მყვინთავებმა თბილისის ზღვაში 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

6-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, მყვინთავებმა თბილისის ზღვაში 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს.

როგორც „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, საძიებო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში, ყველა შესაბამისი წყალზე სამაშველო სპეც-ტექნიკის და აღჭურვილობის გამოყენებით მიმდინარეობდა.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მყვინთავებმა, თბილისის ზღვაში რამდენიმე დღის წინ დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი, ზღვაში, 30 მეტრის სიღრმეზე იპოვეს.

საძიებო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში, ყველა შესაბამისი წყალზე სამაშველო სპეც-ტექნიკის და აღჭურვილობის გამოყენებით მიმდინარეობდა“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.