LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავის მუნიციპალიტეტისთვის, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 500 000 ლარი გამოიყო

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხები გამოიყო – აღნიშნულ ინფორმაციასა მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, შესაბამის განკარგულებას ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.

განკარგულების მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, თელავის მუნიციპალიტეტს 500 000 ლარი გამოუყო.

ფოტო სლაიდზე: „ინტერპრესნიუსი“