LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიშველეთ, ხალხო, გეხვეწებით, არ დაგვღუპოთ, ერთადერთი გამოსავალი სასწრაფო ოპერაციაა“ – პატარა მარიამს საზოგადოების დახმარება სჭირდება

სოციალურ ქსელში საქველმოქმედო განცხადება ვრცელდება – პატარა მარიამს, რომელიც ჯანმრთელობის რთულ პრობლემებს ებრძვის, საზოგადოების დახმარება სჭირდება.

როგორც გავრცელებულ მიმართვაშია აღნიშნული, გოგონას გულის მძიმე დიაგნოზი აქვს და მას სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია და სარქვლის აღდგენა/ჩანაცვლება ესაჭიროება.

„მუხლებზე დაგიჩოქებთ ყველას, მიშველეთ ხალხო, ქართველებო, მიშველეთ გთხოვთ, რა იქნება დამეხმარეთ, რა იქნება ვინც ნახულობთ, ყველამ მცირედი გაიღოთ, რა იქნება მოგვეშველოთ, ღმერთო აღარ შემიძლია… თუ ღმერთი გწამთ, მიშველეთ, ხალხო გეხვეწებით, არ დაგვღუპოთ.

მარიამს ესაჭიროება თურქეთში გადაყვანა.

მარიამს გულის მძიმე დიაგნოზი აქვს, წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტი ფილტვის არტერიის სარქვლის სტენოზი და სარქვლოვანი უკმარისობა.

თურქეთის კლინიკის ექიმების გადაწყვეტილებით, ვინაიდან ბალონური დილატაცია არ შველის, ერთადერთი გამოსავალი სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია და სარქვლის აღდგენა/ჩანაცვლებაა.

მკურნალობასა და ოპერაციას სჭირდება 23,500 აშშ დოლარი.

საბანკო რეკვიზიტები:

თბს ბანკი – #GE82TB7205945064300103

საქართველოს ბანკი – #GE55BG0000000604697723

ლიბერთი ბანკი – #GE46LB0711160453922001

მიმღები – დეიდა, თეონა ბერელიძე

პირ/ნომ: 01011062930

Paypal-ით #საზღვარგარეთიდან ჩარიცხვა შეგიძლიათ“, – აღნიშნულია გავრცელებულ მიმართვაში.

https://paypal.me/tberelidze?country.x=GE&locale.x=en_US