ოთო ბაზერაშვილის, ნიკოლოზ ხარატის, გეგა შონიას და ვაჩე ღვინიაშვილის მუსიკალური ოთხეული – კვარტეტი „ოთხი“ ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემას, „შაბათ-კვირის დილას“ სტუმრობდა.
ახალგაზრდა მომღერლებმა გადაცემაში, როგორც ყოველთვის, არაერთი სიმღერა შთამბეჭდავად შეასრულეს.
ამავე გადაცემაში კვარტეტმა შეასრულა „სატრფიალო“, რომელიც მათ სავიზიტო ბარათად არის ქცეული.
„ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალი ხართ“, „საამაყო ბიჭები“, „შეუდარებელი მომღერლები“, „ასეთი ჰარმონიული შესრულება იშვიათია“, – წერენ ვიდეოს კომენტარების ველში სოციალური ქსელის მომხმარებლები.
