LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა 7 საჯარო ბაღში, დანარჩენი 183 ბაღი აგრძელებს ფუნქციონირებას“ – თბილისის საბავშვო ბაღებში ბავშვების ინტოქსიკაციაზე ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ბავშვების ინტოქსიკაციაზე ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – ინტოქსიკაციის ნიშნები თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს აღენიშნება, მათ სამედიცინო დახმარება 6 კლინიკაში გაეწიათ

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, კანონმდებლობის შესაბამისად, 7 საჯარო ბაღში, ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, შეჩერდა სააღმზრდელო პროცესი, დანარჩენი 183 ბაღი აგრძელებს ფუნქციონირებას.

„თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადება

თბილისის რამდენიმე საჯარო ბაღში რეგისტრირებულ აღსაზრდელს დაუფიქსირდა ცხელება, რიგ შემთხვევებში გულისრევა და ღებინება, რომელთაც მიმართეს სხვადასხვა კლინიკას.

ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, კანონმდებლობის შესაბამისად, 7 საჯარო ბაღში, ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, შეჩერდა სააღმზრდელო პროცესი, დანარჩენი 183 ბაღი აგრძელებს ფუნქციონირებას.

სააგენტო ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად, მათ შორის, თბილისის ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის სამსახურთან, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან კოორდინაციით ატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას“, – წერია ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.