LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საბა ბოლქვაძის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო… საბა იყო გამორჩეული, პასუხისმგებლიანი სტუდენტი და ღირსეული მეგობარი, რომელმაც თითოეულ ჩვენგანს წარუშლელი ხსოვნა დაუტოვა“ – ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი სამძიმრის წერილს ავრცელებს

ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი სამძიმრის წერილს ავრცელებს.

უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს ამავე სასწავლებლის მესამე კურსის სტუდენტის, საბა ბოლქვაძის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.

„ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბიზნესისა და ლოგისტიკის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტის, საბა ბოლქვაძის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო.

საბა იყო გამორჩეული, პასუხისმგებლიანი სტუდენტი და ღირსეული მეგობარი, რომელმაც თითოეულ ჩვენგანს წარუშლელი ხსოვნა დაუტოვა.

ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის პერსონალისა და სტუდენტების სახელით, ვუსამძიმრებთ საბას ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს ამ უმძიმეს წუთებში“, – წერია ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

ცნობისათვის, საბა ბოლქვაძე ბათუმი-ქობულეთის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.