LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ძალიან მინდა და ველოდები ბებიობას, მინდა, შვილიშვილმა ბებია დამიძახოს…“ – როგორ ბებია იქნება ნინო ჩხეიძე

„დღის პოსტს“ ესტუმრა ნინო ჩხეიძე და ბებიობის მოლოდინის შესახებ ისაუბრა. მომღერლის ქალიშვილი ახლახან დაოჯახდა. მას უცხოელი მეუღლე ჰყავს.

ნინო ჩხეიძე:

„ძალიან მინდა და ველოდები ბებიობას, მაგრამ ჯერჯერობით არ აქვთ თავიანთ გეგმებში, როგორც მე ვიცი. ძალიან მინდა, რომ ბებია დამიძახოს შვილიშვილმა. რაც ასაკი მომემატა, შემიყვარდა პატარა ბავშვები. ახლა ძალიან სენტიმენტალური გავხდი. ბავშვებს რომ დავინახავ, მივდევ ხოლმე. ამბობენ, რომ შვილიშვილი ისეთია, შენს თავს ვერ იცნობ. მე ერთი ხელით რომ მოვეფერები, მეორეთი მოვქაჩავ, თუმცა არავინ იცის, რა დამემართება, ბებია რომ გავხდები. გავგიჟდები, შვილიშვილი გოგო რომ იყოს, ჭკუიდან გადავალ. გამოვპრანჭავ, ვამღერებ…“