LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „დამიჩოქა და ხელზე მაკოცა, საიდან ამოგდით ასეთი ხმაო…“ – ნანული აბესაძე იხსენებს, როგორ შეხვდა რობერტ დე ნიროს

„პირველი არხი“ ავრცელებს ლეგენდარული ქართველი მომღერლის, ნანული აბესაძის ინტერვიუს, სადაც ის რობერტ დე ნიროსთან დაკავშირებით საინტერესო შემთხვევას იხსენებს:

„იყო ასეთი შემთხვევა, ვიმღერე, გამოვედით გარეთ. გასაუბრებასავით იყო. ვიღაც კაცი მოვიდა, ხელზე მემთხვია და მინდა, ყელზე მინდა გაკოცოთ, საიდან ამოგდით ასეთი ხმაო. რომ შევხედე, ვიფიქრე, ნუთუ, სიზმარში ვარ-მეთქი. ვკითხე, თქვენ ხართ რობერტი-მეთქი? დიახ, მე ვარ რობერტ დე ნიროო, დამიჩოქა და ხელზე მაკოცა. ასეთი სიყვარული დავიმსახურე ხალხისგან…“