LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ძიძის გარეშე ვზრდი ორივე ბავშვს… დავიღალე… ვინ დამიფასებს ამას?!..“ – ნუკი კოშკელიშვილი ოჯახური ცხოვრების სიძნელეებზე

პოდკასტი KIDOC თამარ ობგაიძესთან ერთად გვიზიარებს ახალ ეპიზოდს, სადაც ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ ზრდის ორ შვილს, მეუღლესთან ერთად, ძიძის გარეშე:

„ძიძის გარეშე ვზრდი ორივე ბავშვს. როგორ ვამაყობდი… ახლა მგონია, მიდი რა, ძიძა მოიყვანე, ვინ დამიფასებს ამას? დავიღალე…

მთლად ისეთი გადასარევი არ არის ბენის როლი, როგორსაც სოციალურ ქსელებში ვაჩვენებ… უფროს ბავშვზე ვერ ვიტყვი, მაგრამ უმცროსზე თითქოს ხელები ეწვის, როცა ხელში დააჭერინებ…“, აღნიშნავს ხუმრობით ნუკი კოშკელიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ნუკის ამერიკელი მეუღლე ჰყავს. წყვილს ორი ვაჟი ჰყავს.