LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდთოვლობის გამო გზებზე შეზღუდვები დაწესდა

დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო დასავლეთ საქართველოს საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვები დაწესდა.

კერძოდ, საუბარია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 186-198კმ (უშგული-ლასდილის) მონაკვეთზე. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია. უწყების განმარტებით, ჭარბი ნალექის გამო კმ100-კმ186 (ლახამულა-უშგული) მონაკვეთზე, მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აიკრძალა. დანარჩენი სახის ტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

უწყებისვე ცნობით, საავტომობილო გზის კმ1-კმ100 (ზუგდიდი-ლახამულა) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ასევე ინტენსიური თოვის გამო შეზღუდვები დაწესდა ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე. ამ ტერიტორიაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანპორტით გადაადგილება აიკრძალა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი დასაშვებია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე, გზის დანარჩენ ნაწილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.