გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ჯანდარის ტბაზე ორი მეთევზე დაიკარგა. როგორც ცნობილია, მამაკაცები ტბაში ნავით შევიდნენ, ძლიერი ქარის გამო კი გაუჩინარდნენ.
საგანგებო სიტაუაციების მართვის სამსახურმა რადიო „ფორტუნასთან“ საუბრის დროს განაცხადა, რომ ადგილზე სამაშველო სამსახურის ჯგუფები მობილიზებულები არიან. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. მაშველები დაკარგული მეთევზეების პოვნას ამ დრომდე ცდილობენ, თუმცა მათზე ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.
უწყების ცნობით, თუ საჭირო გახდა, სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენიც ჩაერთვება.
