დამოუკიდებელმა დეპუტატებმა პოლიტიკური განცხადებების გაკეთების შემდეგ პარლამენტის პლენარული სხდომა დატოვეს.
საუბარია ხუთ დეპუტატზე: ლევან გოგიჩაიშვილზე, ბექა ნაცვლიშვილზე, გედევან ფოფხაძესა და კობა ნარჩემაშვილზე. მათი თქმით, სესიის დატოვებით ბოიკოტის რეჟიმში არ გადადიან. მხოლოდ დღევანდელ სხდომას გამოეთიშნენ, რადგან საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ვიცე-სპიკერების არჩევით აღარ ინტერესდებიან.
„სურვილი არ მაქვს, ჯილდოებად როგორ დაურიგებენ თანამდებობებს იმათ, ვინც პარტიის თავმჯდომარის დავალება შეასრულა, ამას დავესწრო და ვუყურო“, – აღნიშნა დეპუტატმა ლევან კობერიძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ უმრავლესობის მიერ მიღებული საკადრო გადაწყვეტილებები ბიუროს სხდომაზე წარმოადგინა. ცვლილებები კი ბიუროსა და პლენარული სხდომების პროცედურებით განხორციელდება.
