LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში დაჭრილი ჯარისკაცის მდგომარეობა მძიმეა

ჯარისკაცი, რომელიც დათხოვანში იმყოფებოდა, მძიმედ დაჭრეს. შემთხვევა გორში მოხდა. როგორც ცნობილია, დაშავებულს სამი ჭრილობა აქვს მიყენებული. ჯარისკაცი გორის ცენტრალურ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ რადიო „ფორტუნას“ განუცხადა, მომხდარზე გამოძიება განზრახ მკლვლელობის მცდელობის მუხლით აღიძრა. ბრალდებული პოლილიცამ ცხელ კვალზე დააკავა.

„დანაშაული ცხელ კვალზე გახსნილია. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19 108-ე მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, ეს არის განზრახ მკვლელობის მცდელობა და 7-დან 15 წლამდე ვადით თვისუფლების აღვკეთას ითვალსიწინებს“, – აცხადებენ უწყებაში.