დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ გამარჯვებაში ავარიის შედეგად 16 წლის მოზარდი დაიღუპა.
ორი არასრულწლოვანი მოპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მსუბუქი მანქანა დაეჯახა. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ერთ-ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაშავებულს შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა. არასრულწლოვანი სტაციონარში რჩება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
