LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში მამაკაცი დაჭრეს

დღეს, დილის საათებში, ზუგდიდში 40 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს დაზიანებები ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს. დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მამაკაცი ფეხშია დაჭრილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა რადიო „ფორტუნას“ განუმარტა, რომ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

„შემთხვევა დღეს მოხდა. მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით  დაჭრეს. გამოძიება სისხლის სამართლის ფაქტზე  117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს“, – აცხადებენ უწყებაში.