LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქციის მონაწილეები ღამისთევისთვის ემზადებიან (ფოტოები)

პარლამენტის წინ აქციის მონაწილეები მორიგი ღამის თევისთვის წინასწარ ემზადებიან. ადგილზე ტომრებით შეშა მიიტანეს. აქციის ორგანიზატორებმა მასშტაბური აქცია კვირას, 17 ნოემბერს დაანანონსეს. მანამდე კი ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ. უსაფრთხოების მიზნით ადგილზე საპატრულო ეკიპაჟები მორიგეობენ.

გუშინდელი აქციის მერე, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა, გზის სავალ ნაწილზე კარვები გაშალეს და მთელი ღამე გაათენეს. პროტესტის მონაწილეებმა მთავარი მოთხოვნები დღეს გააჟღერეს: დროებითი მთავრობის ჩამოყალიბება, გარდამავალი მთავრობის დაკომპლექტება ეროვნული თანხმობის კომიტეტით. დროებითი მთავრობის პირობებში თავისუფალი არჩევნების ჩატარება.

 

ფოტოები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან:

ლევან კალანდიას ფოტო

დავით ინაშვილის ფოტოები: