LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ “და ჩვენ ვიცეკვეთ” პორნოგრაფიად არ მიიჩნია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გახმაურებული ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შეისწავლა და მასში პორნოგრაფიული ნიშნები ვერ დაინახა. უწყებაში აცხადებენ, რომ დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა. აღნიშნულ ფაქტზე შსს-ში განცხადება მოქალაქე დიმიტრი ლორთქიფანიძემ 8 ნოემბერს შეიტანა. ლორთქიფანიძე ფილმის შინაარსის შესწავლამდე, მისი ჩვენების შეზღუდვას მოითხოვდა.

როგორია შსს-ს რეაგირება ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" მიმართ გაჟღერებულ მუქარებზე

"ფაშისტური დაჯგუფებები მობილიზებულები არიან და საკმაოდ მაღალია იმის რისკი, რომ რაიმე მოხდეს."

„გამოძიება არ დაწყებულა, რადგან დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა“ – განაცხადეს ჩვენთან საუბარში შსს-ში.

რამდენიმე წლის წინ  შსს-მ მსგავსი მოკვლევა გასპარ ნოეს ფილმზეც დაიწყო. ფრანგი კინორეჟისორის ნამუშევარი „სიყვარული“ (Love) უწყების თქმით, ექსპერტიზის დასკვანამ პორნოგრაფიას მიაკუთვნა.