თელავი-ყვარლის გზაზე ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ცნობილია, „მერსედესის“ მარკის მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ტრანსპორტში მჯდომი 4 მგზავრიდან ერთი ადგილზე, 2 კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა. დაშავებული მგზავრი ყვარლის საავადმყოფოში მოათავსეს.
ჯერჯერობით უცნობია რა გახდა ავარიის მიზეზი, მომხდარზე გამოძიება 276 მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.

„ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა. გამოძიება 276 მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.“ – აცხადებენ კახეთის პოლიციის დეპარტამენტში რადიო „ფორტუნასთან“ საუბრის დროს.
