LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამა გიორგის შეწყალების თხოვნით სინოდი პრეზიდენტს მიმართავს

დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე წმინდა სინოდმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შუამდგომლობით უნდა  მიმართოს.  ამის შესახებ ინფორმაცია ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ გაავრცელა.

მან მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა პირველმა დატოვა და ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს,  პატრიარქის მდივან – რეფერატის, შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მომზადების მცდელობის ბრალდებით. მამა გიორგი მამალაძეს მკვლელობის მომზადების მცდელობისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის 9 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. დეკანოზი ბრალს არ აღიარებს.

პროკურატურა ორი წელია ლიკვიდაციის შიშში მაცხოვრებს - ბრალდებული დეკანოზის წერილი

წერილის სრულ შინაარსს დეკანოზის თხოვნით ჯერჯერობით არ ასაჯაროებენ

თბილისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ კი წარმოებაში არ მიიღო. საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოშია გაგზავნილი.