თელავის ბაზარში სათამაშოების მაღაზიას ხანძარი გაუჩნდა. ცეცხლი სარდაფში მდებარე საწყობს წაეკიდა და შემდგომ მაღაზიას მოედო. დამწვარია შენობის პირველ სართულზე და სარდაფში განთავსებული ავეჯი და სხვადასხვა საბავშვო ტექნიკა.
შემთხვევის ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველი ეკიპაჟი მუშაობდა. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლი ლოკალიზებება მოახერხეს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ცეცხლის გავრცელების გამომწვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
