LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი წლის და შობის ღამეს ტრანსპორტი უფასო იქნება

თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე საახალწლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე ისუბრა. კახი კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო იქნება და სამუშაო საათებიც გახანგრძლივდება. კალაძის განმარტებით, 7 იანვარს, შობის ღამეს ავტობუსები იგივე რეჟიმით იმუშავებენ.

“ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება 31 დეკემბრის 23:00 საათიდან 75 მარშრუტზე 160 ერთეული ავტობუსი საშუალოდ 25-30-წუთიანი შუალედებით იმოძრავებს. თბილისის მეტროპოლიტენის და რიყე-ნარიყალას საბაგიროს სამუშაო საათები იქნება გახანგრძლივებული და მგზავრებს უფასოდ გადაადგილების საშუალება ექნებათ. ამ რეჟიმში მეტროპოლიტენი და ავტობუსები იმუშავებენ 31 დეკემბრის 23:00 საათიდან პირველი იანვრის 4:00 საათის ჩათვლით“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.